English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გივი ლემონჯავა სოფიო ტყეშელაშვილი
საფინანსო სისტემის სტაბილურობა, როგორც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ნაწილი

რეზიუმე

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები საფინანსო სისტემის გავლით გადაეცემა ეკონომიკას შესაბამისად, ამ საშუამავლო ფუნქციის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის ფორმირებისას ხდება საფინანსო სისტემის გარემოს გათვალისწინება. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის რისკების მართვის სისტემა მოიაზრებს საფინანსო სისტემის სტაბილურობის მიზანს,  რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს განსხვავებული არხების გამოყენების გავლენა, როგორც ეკონომიკურ ისე ფინანსურ გარემოზე. საპროცენტო განაკვეთი არის მონეტარულ პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი, რომელზეც პირდაპირი გავლენა აქვს და ამავდროულად არის ერთერთი საბაზისო რისკი, რომლის მიმართაც საფინანსო სისტემა არის მეტად სენსიტიური (ფასები, ლიკვიდურობა, ჭარბვალიანობა...). ერთის მხრივ იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკა იყოს ეფექტური აუცილებელია ძლიერი საფინანსო სისტემის არსებობა და პირიქით ფასების სტაბილურობა ფინანსური სისტემის სტაბილურობის წინაპირობაა.

საფინანსო ბაზებზე არსებული შოკები პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე რაც  ცხადჰყო, მსოფლიო ფინანსური კრიზისმა, რომელიც დაიწყო საბანკო კრიზისიდან და გავრცელდა ეკონომიკაზე, გავლენა მოახდინა აგრეგირებულ მოთხოვნაზე და დააწვა ინფლაციას. ცენტრალური ბანკებისთვის დიდი გამოწვევაა და ოქროს შუალედის დაცვა უწევთ, რადგან ერთის მხრივ არ მოხდეს ფინანსური სტაბილურობის უგულვებელყოფა და მეორეს მხრივ არ დაკარგონ სანდოობა მთავარი მანდატის მიმართ რასაც ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. არაერთ ანალიტიკურ ნაშრომში გაეცა პასუხები თუ როგორ უნდა პასუხობდეს მონეტარული პოლიტიკა ფინანსურ დისბალანსს და რა საუკეთესო გზებით არის შესაძლებელი გაერთიანდეს მონეტარული პოლიტიკა და მაკროპრუდენციული პოლიტიკები. არსებობს მოსაზრებები, რომ მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ფინანსური სტაბილურობის მიზნისგან, როგორც პოლიტიკების და რეგულაციების დონეზე ისე მარეგულირებელი ორგანოების დონეზეც. მაგალითად ლარს სვენსონი (Svensson, 2017) მიიჩნევს, რომ მონეტარულ პოლიტიკას არასდროს არ უნდა ჰქონდეს მიზნად ფინანსური სტაბილურობა, მონეტარული პოლიტიკა და მაკროპრუდენციული პოლიტიკები უნდა იმართებოდეს განსხვავებული ორგანოების მიერ და მათ შორის არ უნდა ხდებოდეს კოორდინაცია. კრიტიკული ექსპერტული მოსაზრებების მიუხედავად დღესდღეისობით ცენტრალური ბანკების უმეტესობა თანხმდება, რომ საფინანსო სექტორის სტაბილურობა არის და უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ნაწილი თუმცა აგრეთვე, რომ  მხოლოდ ფასების სტაბილურობა არ წარმოადგენს სტაბილური საფინანსო სისტემის  გარანტიას. ამისთვის, აუცილებელია ადეკვატური რეგულაციების და მკაცრი საზედამხედველო პოლიტიკების არსებობა. მაშინ როდესაც მონეტარული პოლიტიკა და საბანკო ზედამხედველობა მოქმედებს ერთ ჭერ ქვეშ, რისკები, რომელიც ასეთ წყობას ახლავს თან, როგორიცაა პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი, რეპუტაციული რისკები, დამოუკიდებლობის დაკარგვა, უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ და მიტიგირებული.

საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს დაუახლოვდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, მიჰყვება ბაზელ III- ით განსაზრღვრულ მაკროპრუდენციულ მოთხოვნებს და ამავდროულად ცდილობს ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს ფინანსურ სტაბილურობაზე ორიენტირებულ მონეტარულ პოლიტიკას.